ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის სემინარი ილიაუნიში
08 ოქტომბერი, 2013
 ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის სემინარი ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის მიერ მოწყობილი სემინარი „სიცოცხლის შემსწავლელი მოლეკულური მეცნიერებების სწავლება“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის პრეზიდენტმა იზრაელ პეხტმა და ამ ფედერაციის საგანმანათლებლო კომიტეტის წევრებმა.

“დღეიდან დაიწყო ორდღიანი სემინარი, რომლის მიზანია გააცნოს უნივერსიტეტის პროფესურას, ახალგაზრდა მკვლევარებს, დოქტორანტებს ის თანამედროვე მიმართულებები, რომელიც არსებობს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის სწავლებაში საზღვარგარეთ. 2013 წლიდან საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია გახდა სრულუფლებიანი წევრი ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის, ამის შედეგად ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ ბევრად მეტი შანსი მიიღონ სტიპენდიები, დაესწრონ კონფერენციებს“ - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა რევაზ სოლომონიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary