„მე და შენი თავისუფლება“
09 ოქტომბერი, 2013
„მე და შენი თავისუფლება“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პროექტ ,,არტისტერიუმის" ფარგლებში გამოფენა ,,მე და შენი თავისუფლება" გაიმართა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
გამოფენა ათი დღეს გაგრძელდება. არტისტერიუმი ერთადერთი ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ქართველ არტისტებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი შემოქმედება წარუდგინონ მაყურებელს. პროექტის ორგანიზატორებს ჩამოჰყავთ არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან და მაქსიმალურად უწყობენ ხელს მათთან თანამშრომლობასა და პროფესიული უნარების გაცვლა-გამოცვლას. 

პროექტის კურატორის ნინო გუჯაბიძის თქმით, არტისტერიუმი თავისი შინაარსობრივი ფორმატით საერთაშორისო პროექტია, რომელიც მეექვსე წელია წარმატებულად ხორციელდება. მისი აზრით, შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ზოგად სახელოვნებო სივრცისთვის აქტუალურია.

გამოფენაზე, რომელშიც სტუდენტები და პედაგოგები მონაწილეობენ, წარმოდგენილია, როგორც სკულპტურები და ნახატები, ასევე შესაძლებელია მინიფილმების ნახვა. ერთ-ერთ ნახატს ფონად ვიდეო გასდევს. მოზაურობა იწყება საქართველოდან, ნაჩვენებია ევროპის რამდენიმე ქვეყნის საზღვრების გადაკვეთა და ბევრი ის სიტუაცია, რაც მიგრაციის პროცესში შეიძლება, შეემთხვას ადამიანს. ავტორის ნუკა მეგრელიშვილის განმარტებით, საკუთარი ადგილის ძიების მიზნით სხვა ქვეყანაში ბევრად უკეთესია ცხოვრება, თუმცა, ამ დროს ადამიანში ნოსტალგია იღვიძებს. მისი ვიდეოს მთავარი თემაც სწორედ ეს არის.

,,მოხარული ვარ იმით, რომ სამხატვრო აკადემია აქტიურად არის ჩაბმული პროექტ ,,არტისტერიუმში". ჩვენი სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანია ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება" - განაცხადა პროექტის მონაწილემ მხატვარმა სოფო ჩერქეზიშვილმა. მან გამოფენაზე წარმოადგინა ერთწუთიანი ვიდეო, რომლის მთავარი იდეა ბრძოლაა. ავტორის განმარტებით, ვიდეო ასახავს თანამედროვე მოვლენებს, რაც ჩვენ გარშემო ხდება.

გამოფენის ერთ-ერთი მთავარი და დამაინტრიგებელი ექსპონატია სკულპტურა სახელწოდებით - "წმინდანებიც ადამიანები არიან". ავტორის თეო კოხოძის განცხადებით, ,,ეს არის სტერეოტიპების რღვევა, გაფეტიშებული რწმენის დეგრადირება, უპირველეს ყოვლისა, ეს არის პიროვნების ჩამოყალიბების ეტაპები, ეს არის ჩემი ცხოვრების რამდენიმე პერიოდის აღწერა, რომლის მიხედვითაც შევქმენი ერთი სკულპტურა, მასში ავსახე და გავაერთიანე ჩემი მსოფლმხედველობა, ჩემი ქმედებები და აზროვნება, რომელიც ერთ ინსტალაციაში გამოიკვეთა".

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახლო მომავალში იგეგმება ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგამოფენა და აგრეთვე, ვიდეოარტის სტუდენტური ფესტივალი, რომელსაც სამხატვრო აკადემია უმასპინძლებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary