„აფხაზს და ქართველს ვერავინ დააშორებს“
09 ოქტომბერი, 2013
„აფხაზს და ქართველს ვერავინ დააშორებს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრა ანდრია ყურაშვილისა და გიორგი (იური) ანუას აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულების ოციწლისთავს მიეძღვნა. ისინი 1993 წლის 5 ივლისს კამანის მონასტრის ეზოში გადამთილებმა დაცხრილეს. 

„კამანის მონასტერი გიორგი ანუამ აღადგინა, ხოლო ანდრია იქ მოღვაწეობდა. ერთ დროს უდაბური ტყე მათ ერთ-ერთ წმინდა ადგილად აქციეს. ამ ორი ადამიანის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ აფხაზს და ქართველს ვერავინ დააშორებს და ისინი სულ ერთად იქნებიან, სწორედ ეს იყო ამ კონფერენციის მთავარი არსიც“ - გვითხრა ზურაბ ლომთათიძემ - აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა.

კონფერენცია მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) გახსნა, ხოლო მოხსენებები პროფესორებმა გიორგი როგავამ და ზაურ ლომთათიძემ წაიკითხეს. შეხვედრა ანდრია ყურაშვილისა და გიორგი (იური) ანუას ცხოვრება-მოღვაწეობაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary