"რუსეთს აფხაზეთის მხოლოდ გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ადარდებს“
09 ოქტომბერი, 2013
"რუსეთს აფხაზეთის მხოლოდ გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ადარდებს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა მცოცავი ოკუპაციისა და დვანის პრობლემზე ლექცია ჩაატარა.

,,დაახლოებით, 20 წელია საქართველოს შიდა და გარე კონფლიქტი აქვს აფხაზეთთან, ოსეთსა და რუსეთთან. აფხაზები და ოსები გაუცხოებულები არიან საქართველოსთან, რადგან თავიანთ პერსპექტივად მხოლოდ რუსეთს ხედავენ. ცხადია, რომ რუსეთს აფხაზეთის მხოლოდ გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ადარდებს“ - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტუდენტებმა კითხვები დასვეს ვილნიუსის სამიტის შესახებ, სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასა და ნატოში ინტეგრაციაზე. მინისტრის თქმით, ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის ერთ-ერთი საფეხურია. სოჭის ოლიმპიადაზე საუბარი მან ნაადრევად ჩათვალა. ნატოში ინტეგრაციაზე კი განაცხადა: ,, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მაქსიმუმ 10 წელში გავწევრიანდებით“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary