„დემოკრატია კვდება დახურულ კარს მიღმა“
10 ოქტომბერი, 2013
„დემოკრატია კვდება დახურულ კარს მიღმა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ "დოქტრინას" ორგანიზებით ლექციათა კურსის ,,სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოება" ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ,,მედია და დემოკრატია".

ლექცია გიორგი მელიქიძემ წაიკითხა. როგორც მან აღნიშნა, მედიისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართება ძალიან საინტერესოა არა მარტო ქართველი საზოგადოებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. 

პირველი მედიასაშუალების შექმნა გუტენბერგის გამოგონებას უკავშირდება და მე-15 საუკუნიდან მოყოლებული მისი როლი იზრდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გიორგი მელიქიძემ მოხსენება დეიმონ კიტის ცნობილი ფრაზით დაიწყო და განაცხადა, რომ "დემოკრატია კვდება დახურულ კარს მიღმა". სახელმწიფო განსაზღვრავს მედიის თავისუფლებას. "ჩვენ ვიცით მეოთხე ხელისუფლების ცნება მედიასთან მიმართებაში. ხშირია შემთხვევა, როდესაც სახელმწიფი ერევა მედიის საქმიანობაში და ამას ზოგჯერ კორუფციის სახეც აქვს. ტოტალიტარიზმის შემთხვევაში მედია ორიენტირებულია, დაანგრიოს ძველი ფასეულობები და შექმნას ახალი ადამიანი. ჟურნალისტიკამ კატალიზატორის როლი უნდა შეასრულოს, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ლიბერალური დემოკრატიის შემთხვევაში მედია თავისუფალი და დაბალანსებულია" - განაცხადა გიორგი მელიქიძემ.

ლექციაზე მედიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართება ძირითადად აშშ–ში არსებული მოდელის საფუძველზე განიხილეს.

გიორგი მელიქიძის აზრით, საქართველოში მოუწესრიგებელია მედიისა და სახელმწიფოს შორის საკანონმდებლო ბაზა. ასევე უნდა მოხდეს თვითონ პიროვნების ცნობიერებაში ცვლილება. ადამიანმა უნდა გამიჯნოს მოქალაქე, ამომრჩეველი და პიროვნება საკუთარ თავში, რათა ჯანსაღი გარემო დამკვიდრდეს და მოხდეს ახალ, დემოკრატიულ მოდელზე გადასვლა.

,,ლექცია ჩემთვის ძალიან საინტერესო და ორმაგად მნიშვნელოვანი იყო: პირველი, როგორც მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, გაიგოს მეტი დემოკრატიაზე, მედიაზე, მეორე, როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტისთვის" - განაცხადა თსუ–ს სტუდენტმა სალომე მურადაშვილმა.

,,დღევანდელ ლექციაზე ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე. თუმცა, ვისურვებდი საქართველოს მოდელზე ყოფილიყო მორგებული მოხსენება. ვფიქრობ, საჭიროა, შეიქმნას მედიის განვითარების საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს დეზინფორმაციისგან საზოგადოების დაცვას" – გვითხრა თსუ–ს სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ნიკა წიქრიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary