ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მერაბ კოსტავას ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამოს მონაწილეები იყვნენ ვაჟთა ანსამბლები: "ერქვანი" და "ჩოხოსნები", პოეტი თინათინ ყმაწვიშვილი, მწერალი ციალა არდაშელია. ლექსები წაიკითხეს დავით ჯოგლიძემ, თორნიკე თოდრიამ, გიორგი ხურუაშვილმა და ლუკა ბურდულმა.
საზოგადო მოღვაწესა და საქართველოს ეროვნულ გმირზე ისაუბრეს მერაბ კოსტავას სახლმუზეუმის დირექტორმა ციცინო მაღლაფერიძემ და საღამოს სტუმარმა მექა ხალვაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირი ,,იბერიონი".