სტუდენტების პროტესტი სოჭის ოლიმპიადას
11 ოქტომბერი, 2013
                სტუდენტების პროტესტი სოჭის ოლიმპიადას ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
11 ოქტომბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინ სტუდენტებმა საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა გააპროტესტეს.

აქცია ორგანიზებული იყო სტუდენტური მოძრაობა "ანტიპოდების" მიერ და მისი მიზანი ახალგაზრდების აზრის გამოხატვა იყო. სტუდენტებმა მოითხოვეს შესაბამისი უწყებებისგან, რომ უარი თქვან სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობაზე.

"ვაპროტესტებ საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას. ჩვენ (სტუდენტები) ბოიკოტს ვუცხადებთ სოჭის ოლიმპიადას. მართალია, ძალიან ძნელია სპორტსმენისთვის, უარი თქვას ოლიმპიადაზე, რადგან 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, მაგრამ არის სხვა გზებიც, თუ ასე ძალიან უნდათ სპორტსმენებს ძალის მოსინჯვა, შეუძლიათ ოლიმპიური დროშის ქვეშ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ მიგვანჩნია, რომ საქართველოს დროშის ქვეშ გამოსვლა არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, მით უმეტეს, იმ ფაქტების გათვალისწინებით, რაც ბოლო დღეებში დვანში ხდება" – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ლუკა ქემოკლიძემ. 

სტუდენტებისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება რამდენიმე მიზეზის გამოა მიუღებელი. მათი განცხადებით, რუსეთი ოფიციალურად იმყოფება საქართველოსთან საომარ მდგომარეობაში და ოკუპირებული აქცს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი; სოჭში პირველი მეჩირაღდნე იქნება რუსი მფრინავი, რომელიც 2008 წელს ქართულ ქალაქებს აქტიურად ბომბავდა, რის გამოც შემდგომში მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს. სტუდენტები ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთი ოლიმპიადას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს. "ვაპროტესტებ საქართველოს დროშის ქვეშ ქართველების გამოსვლას სოჭის ოლიმპიადაზე, იმიტომ ვაპროტესტებთ სტუდენტები ამას, რომ რუსეთი ოდითგანვე ცდილობდა, საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა და დაეკავებინა ჩვენი ტერიტორიები და თუ ჩვენ საქართველოს დროშის ქვეშ გამოვცხადდებით ამ ოლიმპიადაზე, ჩვენი მონაწილეობით ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს კი ყოვლად დაუშვებელია" – აღნიშნა აქციის მონაწილემ თეონა გორგოძემ. სტუდენტებმა საპროტესტო აქცია ქაღალდის თვითმფრინავების სიმბოლური გაშვებით დაასრულეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary