გიორგი მარგველაშვილი წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს
11 ოქტომბერი, 2013
გიორგი მარგველაშვილი წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მარგველაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში იმ ბრალდებებს უპასუხა, რაც ორიოდე დღის წინ მარინა მიქაუტაძემ, გოგი დოლიძემ და გია ჭუბაბრიამ წაუყენეს.

გოგი დოლიძემ, რომელიც შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის კონსულტანტია, განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს დაკავებულ თანამდებობაზე ვადა 18 ოქტომბერს ეწურება, რაც დღეს თავად რექტორის მოვალეობის შემსრულებელმაც დაგვიდასტურა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მარინა მიქაუტაძის განცხადებები დაუსაბუთებელი და უტიფარია. "რომ არა მედიის ამხელა ინტერესი ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ, მე არ მივაქცევდი ყურადღებას მარინა მიქაუტიძის განცხადებებს, რადგან ჩვენ ვიცით მისი განცხადებების ფასი და შინაარსის მნიშვნელობაც. სწორედ მედიის დაინტერესების გამო საჭიროდ ჩათვალა ჩვენმა უნივერსიტეტმა, რომ ცილისწამება უპასუხოდ არ დაეტოვებინა" – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარინა მიქაუტაძემ, გოგი დოლიძემ და გია ჭუბაბრიამ გიორგი მარგველაშვილი ორმაგი ბუღალტერიისა და ე.წ შავი ბუღალტერიის წარმოებაში დაადანაშაულა. "2006 წლიდან ფინანსური ოპერაცია ჩვენს უნივერსიტეტში, უნაღდო ანგარიშსწორებით ხდება, ანუ გადარიცხვით, რისი გადამოწმებაც ძალიან ადვილია. ეს ყველაფერი თავად მარინა მიქაუტაძემაც კარგად იცის" – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აქვე დასძინა, რომ წლების მანძილზე მსგავს განცხადებებს იგივე პირები პერმანენტულად აკეთებდნენ და თავის გამართლების საჭიროებას ვერ ხედავს, მაგრამ მედიისათვის განმარტებების გაკეთება სწორად მიაჩნია. 

"ჩვენი უნივერსიტეტი ყოველწლიურად აუდიტურ შემოწმებას გადის და არცერთ წელს არ ყოფილა რაიმე დარღვევა. აუდიტის ეს დასკვნა არსებობს და ყველას შეუძლია, ნახოს" – ახსნა გიორგი მარგველაშვილმა.
ჩვენს კითხვაზე: აქვს თუ არა ინფორმაცია მას რომელიმე მოქმედი ლექტორის შესახებ, რომელიც შესაძლოა, იყოს გაწევრიანებული მიქაუტაძის, დოლიძისა და ჭუბაბრიას მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფში, გიორგი მარგველაშვილმა შემდეგი პასუხი გაგვცა:
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა თაკო ჩარკვიანის, რექტორის მოვალეობის შესაძლო შემსრულებლის შესახებაც: "ნებისმიერ პიროვნებას, რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხი, ან არის დოქტორის წოდებასთან გათანაბრებული და რომელსაც უკავია აკადემიური თანამდებობა უმაღლეს სასწავლებელში, ყველას შეუძლია, წარადგინოს თავისი კანდიდატურა რექტორის თანამდებობაზე". 

რექტორის არჩევნები კი გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary