"ადამიანზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა ყოველთვის მართალია"
12 ოქტომბერი, 2013
"ადამიანზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა ყოველთვის მართალია" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ორგანიზაცია ,,იდენტობამ" მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისთვის ლგბტ საკითხების შესახებ ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა სტუდენტების პროფესიული თვალსაწიერის გაფართოებასა და ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლებას. "იდენტობა უკვე მეორე წელია, რაც სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც მომავალში მოუწევთ ლგბტ საკითხების გაშუქება. ჩვენ ვცხოვრობთ კონტექსტში, სადაც სექსუალობას, ნორმატიულს თუ შედარებით არანორმატიულს, საერთოდ არ ეხებიან, სწორედ ამ მიზეზით მნიშვნელოვანია ბაზისური კომპეტენციები შევძინოთ სტუდენტებს" - აღნიშნა გენდერის კვლევის სპეციალისტმა ანა რეხვიაშვილმა.

"იდენტობის" ელექტრონული გამოცემის რედაქტორმა შორენა გაბუნიამ და ჟურნალისტმა გურამ მაცხონაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს მიაწოდეს საბაზისო ინფორმაცია იდენტობის, ლგბტ სექსუალობისა და გენდერული მრავალფეროვნების შესახებ, გააცნეს ლგბტ საკითხების კორექტულად გაშუქების პრინციპები და ისაუბრეს ლგბტ ადამიანთა მიმართ მგრძობიარე ენისა და სიძულვილის ენის გამორიცხვის მეთოდების შესახებ. ასევე თვალსაჩინო მაგალითების ფონზე განიხილეს ინტერნალიზებული ჰომოფობიის, იძულებითი ქამინგაუთის, ბულინგისა და სტერეოტიპების ურთიერთმიმართების პრობლემები.

"ლგბტ ჟურნალისტიკა საქართველოში სრულიად უცხო ხილია. საქართველოში, სადაც ცხოვრობს ოთხ მილიონამდე ადამიანი, რეალურად ლგბტ ჟურნალისტიკაზე მუშაობს მხოლოდ ორი. ლგბტ ჟურნალისტიკაზე მუშაობა არ ნიშნავს უცხოური საიტებიდან სტატიების თარგმნასა და ინტერნეტით გავრცელებას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკის ნორმების დაცვა, მაგრამ უფრო მთავარია წინა განწყობ, ის, თუ როგორ დაიწყებთ სტატიის წერას, როგორ გააკეთებთ და აკინძავთ ტელესიუჟეტებს, როცა ჟურნალისტისთვის ძირითადი ფასეულობა და ღირებულება არის ადამიანი, იქ შეუძლებელია, შენ რაიმე მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა. ამიტომ შენი ათვლის წერტილი უნდა იყოს ადამიანი. შესაბამისად, ადამიანზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა ყოველთვის მართალია, იგივე ეხება ლგბტ ჟურნალისტიკასაც" - განაცხადა გურამ მაცხონაშვილმა.




ტრენინგი აშშ-ს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 2013-2014 წლის სტუდენტური კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ნაშრომები ლგბტ საკითხების შესახებ და გაიცემა კვლევითი სტიპენდია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary