„ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“
14 ოქტომბერი, 2013
„ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა სახელწოდებით „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“.

ეს კონფერენცია 2001 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და 2009 წლამდე მას „ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე“ ერქვა, ხოლო რაც დიდი ადრონული კოლაიდერი გაიშვა, სახელწოდება შეეცვალა და „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“ დაერქვა. კონფერენციის ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუმცა, თავდაპირველად ამ კონფერენციათა მთელი სერია იუნესკოს ეგიდით ტარდებოდა.

კონფერენცია ყველა იმ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნება, რაც მსოფლიოს ფუნდამენტურ კვლევებში დღის წესრიგშია. კერძოდ, მაღალი ენერგიის ფიზიკა და მისი თანამდევი საკითხები, რაც უშუალო კავშირშია ადრონულ კოლაიდერთან. მოგეხსენებათ, ადრონული კოლაიდერი არის დამუხტული ნაწილაკების ამაჩქარებელი. იგი შექმნილია სამეცნიერო კვლევით ცენტრში ქ. ჟენევის მახლობლად და დღესდღეობით ყველაზე დიდი ექსპერიმენტული დანადგარია მსოფლიოში. 

ამ კონფერენციაში მონაწილეობს 40-მდე ქვეყანა, რომელთა შორის არის: იტალია, შვედეი, საფრანგეთი, უნგრეთი, რუსეთი და საქართველო.

„ქართველთა მონაწილეობა ამ კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ საქართველო დგას 200 ქვეყნიდან იმ 40 ქვეყნის გვერდით, რომლებიც ამ ექსპერიმენტში მონაწილეობენ. ჩვენ აქ გამოგვაქვს ყველა ის ღირსეული კვლევა, რომლებიც ტარდება საქართველოში. მასში მონაწილეობს სამი ორგანიზაცია: “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი“, „ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი“ და კომპიუტერული დიზაინერების ჯგუფი ტექნიკური უნივერისიტეტიდან. ასევე, მეოთხე ორგანიზაციად შეიძლება, ჩაითვალოს "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“, რომელიც ძალიან გვეხმარება და გვაფინანსებს“ - განაცხადა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯემალ ხუბუამ.

მისი თქმით, ამ კონფერენციაში სტუდენტები ნაკლებად აქტიურობენ: „ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ ჩვენთვის სასურველ კანდიდატებს, ვინც იმუშავებს, მაგრამ ისინი არიან არასასურველი რაოდენობით. აქ მოხსენებას წაიკითხავენ სტუდენტებიც და ეს სასიხარულოა ნამდვილად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ არ გვყავს ბევრი ახალგაზრდა, ვისაც სურს ასეთ საქმეს მოკიდოს ხელი“.

კონფერენცია 19 ოქტომბრამდე გასტანს.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary