საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა
08 ივნისი, 2013
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ილიაუნიში სტუდენტებს შეხვდნენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, მისმა მოადგილემ კონსტანტინე ვარძიმაშვილმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ქეთევან ერემაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მანიფესტაციებზე, გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე.
"თქვენ შეგიძლიათ, სოციალური ქსელის მეშვეობით თვალყური ადევნოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას. Fაცებოოკ-ზე ავტომატურ რეჟიმში იდება შემოსული სარჩელები, ამის მეშვეობით თქვენ გაეცნობით მათ და ერთგვარი პრაქტიკაც იქნება" – განუცხადა სტუდენტებს გიორგი პაპუაშვილმა.
ილიაუნიში დასწრება თავისუფალი იყო. მოსამართლეებისა და სტუდენტების შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძეც დაესწრო. სტუდენტებმა სტუმრებს კითხვები დაუსვეს და შეხვედრა საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary