„სტუდენტური სახე 2013“-ის ფინალური ჩვენება
14 ოქტომბერი, 2013
„სტუდენტური სახე 2013“-ის ფინალური ჩვენება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სილამაზის კონკურსის „სტუდენტური სახე 2013“ ფინალური ჩვენება გაიმართა.

„სტუდენტური სახის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი წელს მეხუთედ ტარდება. 


ტატა ხვედელიანი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია და როგორც მან აღნიშნა, კონკურსის ერთ-ერთი მიზანი სამოდელო ბიზნესში ახალი სახეების აღმოჩენა და სტუდენტების მოტივირებაა: „წელს შესარჩევ ტურში მონაწილეობას ხუთასამდე გოგონა იღებდა, მათგან კი ოცდახუთი მონაწილე შევარჩიეთ და დღეს სწორედ მათი ფინალური ჩვენებაა. პროექტის მიზანია დროის მიზნობრივი ხარჯვა, ახალი სახეების აღმოჩენა სამოდელო ბიზნესში და, რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდების მოტივირება“. 


კონკურსში საქართველოს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის ერთი წინასწარშერჩეული კანდიდატი იღებს მონაწილეობას. 


„ჩემთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვღელავ, მიუხედავად იმისა, რომ მე პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ, შემიძლია, ვთქვა: სწორედ ამ კონკურსმა განაპირობა ის, რომ მოდელობა ჩემს სერიოზულ გატაცებად იქცა. ბოლო ერთი თვის მანძილზე დიდი გამოცდილება და ცოდნა მივიღე, რომელიც მომავალში აუცილებლად გამომადგება“ - აღნიშნა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა სანდრა კორენევიჩმა.


მოდის კრიტიკოსების, მოდელების, ფოტოგრაფების, დიზაინერებისა და გენერალური სპონსორების წარმომადგენლებისაგან შემდგარი ათკაციანი ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელიც უცხო ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსს გაივლის დიდ ბრიტანეთში. ასევე საჩუქრები გადაეცემათ კონკურსის სხვა მონაწილეებსაც, რომლებიც ღონისძიების სპონსორების მიერაა დაწესებული. „სტუდენტურ სახე 2013“-ს სპონსორობას სხვა ორგანიზაციებთან ერთად თბილისის მერიაც უწევს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary