თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატთა გალაკონცერტი
14 ოქტომბერი, 2013
თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატთა გალაკონცერტი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი ლაურეატთა გალაკონცერტით დაიხურა.

პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი პირველად 1997 წლის ოქტომბერში ჩატარდა. 2002 წლიდან პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის წევრია. ის ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ. კონკურსის პროგრამა ითვალისწინებს გამარჯვებულების გამოსავლენად შესარჩევი და დასკვნითი ტურების ჩატარებას. 


2013 წელს შესარჩევ ტურზე დაიშვა 30 ახალგაზრდა პიანისტი, მეორე ტურში 21 კონკურსანტი გადავიდა, მესამე ტურში - 12, ფინალში კი - 6 მათგანი, მათ შორის ორი ქართველი ახალგაზრდა პიანისტი: ანა გოგავა და ცოტნე ცოცხალაშვილი. კონკურსში სულ საქართველოს 7 წარმომადგენელი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს ჟიურის წევრებმა ფულადი პრემიები, სპეციალური პრიზები და ჯილდოები გადასცეს. ანა გოგავამ მეხუთე ადგილისთვის პრემია 3500 ამერიკული დოლარის ოდენობით მიიღო, ცოტნე ცოცხალაშვილს კი მესამე ადგილისთვის 6000 ამერიკული დოლარი გადასცეს. გრანპრი რუსმა კონკურსანტმა ილია კონდრაძემ აიღო. წელს დაუშვეს გამონაკლისი და პირველი ადგილის პრემია არ გაიცა. 

კონკურსის გამარჯვებული ილია კონდრაძე აღნიშნავს: ,,რა თქმა უნდა, გახარებული ვარ,მივიღე კონკურსის პრიზები და სამშობლოში სიამაყით დავბრუნდები ფულადი ჯილდოებითა და გრანპრით".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary