„შემოდგომის ლექციები თბილისში“
15 ოქტომბერი, 2013
„შემოდგომის ლექციები თბილისში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის "შემოდგომის ლექციები თბილისში" საზეიმო გახსნა მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, რომლის თანახმადაც, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტექნიკურ აღჭურვილობასა და ლაბორატორიას გადასცემს


გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, სტუ-ს ფიზიკისა და ბიოსამედიცინო აპარატურის სპეციალობების სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება გაიარონ იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.


"ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ სტაჟირების გავლის საშუალება. ასევე ამ ლექციების ფარგლებში ფორმდება ხელშეკრულება ნეირომეცნიერებისა და მედიცინის უნივერსიტეტთან, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ წაიყვანს და გადაამზადებს სტუდენტებს. მათ ამ ზაფხულსაც ჰყავდათ წაყვანილი სტუდენტები, ეს იყო სამი სტუდენტი, რომელთაც ორთვენახევრის მანძილზე სტაჟირება გაიარეს საკმაოდ წარმატებულად. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი უფრო მეტ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს აღნიშნული სტაჟირება. გარდა ამისა, ტექნიკურ უნივერსიტეტს გადმოეცემა სამედიცინო და ბირთვული ქირურგიის ლაბორატორიები, სადაც სტუდენტები შეძლებენ, ადგილზე გაიარონ პრაქტიკა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა პროფესორმა ქეთევან კოტეტიშვილმა.


,,ამ ზაფხულს იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში მე უკვე გავიარე ორთვენახევრიანი სტაჟირება. ამიტომ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია, ვთქვა, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანისა სტუდენტებისათვის, რადგანაც მათ უკვე ბაკალავრიატის პერიოდში ეძლევათ საშუალება, შეცვალონ საკუთარი მომავალი და გამოავლინონ შესაძლებლობების მაქსიმუმი. ამიტომ ყველა სტუდენტს მოვუწოდებ, არ დაიშუროს ძალისხმევა ამ პროექტში ჩასართველად. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვუთხრა, რომ ეს მათ მისცემს დიდ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს" - აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის სტუდენტმა თამარ ხიჩიაშვილმა.


"შემოდგომის ლექციები თბილისში", რომლის თემატიკა ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის სფეროებს მოიცავს, 12 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით ტარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვივნენ და ლექციებს წაიკითხავენ გერმანელი სტუმრები: იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონ შა და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროფესორები: დეტლევ გოტა, ფარიდა გრინბერგი, მარკუს ბუშერი და ანდრო კაჭარავა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary