თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დისკუსია გაიმართა თემაზე - ,,ეკლესია და თანამედროვეობა“, რომელსაც მამა პეტრე (კვარაცხელია) წარუძღვა.
,,ეკლესიაში გარკვეული პრობლემები არსებობს, რადგან საზოგადოებაა პრობლემატური. ახალგაზრდობა რომ არ არის დაინტერესებული ეკლესიურ ცხოვრებით, ეს არა მხოლოდ მათი ბრალია, არამედ სასულიერო პირებისაც. ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადო ადგილი რომ ეჭიროს ეკლესიას, საზოგადოებაში ასეთი პრობლემები არ იქნებოდა“.
კითხვა დაუსვა თავად მამა პეტრე კვარაცხელიამ აუდიტორიას ათეიზმის პოპულარიზაციაზე, თუ რატომ წერენ სოციალურ ქსელში, რომ არ უყვართ თავისი პატრიარქი ან ეპისკოპოსი? საერთო მოსაზრება აღმოაჩნდათ დისკუსიაში მონაწილეებს, მათი აზრით, ახალგაზრდები თავიანთი განსხვავებული პოზიციის გამოხატვით საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას ცდილობენ.