სტიპენდია განკუთვნილია როგორც ახლგაზრდა მკვლევარებისთვის, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებისა თუ საქართველოს აკადემიური ინსტიტუტების ექსპერტებისთვის, რომელთაც სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარონ პოსტსადოქტორო კვლევა, ლექცია ან კვლევა-ლექცია.
პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, სადაც კანდიდატების შერჩევა ხდება ღია კონკურსის შედეგად, რომელსაც ატარებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.
აღნიშნულ პროგრამაში გამოყოფილია პრიორიტეტული სფეროები, რომლის ფარგლებში განხორციელებული კვლევაც დაფინანსდება სტიპენდიით, მათ შორისაა: აგროკულტურა, ამერიკათმცოდნეობა, ბიოლოგია, ბიზნეს-ადმინისტრირება, ჟურნალისტიკა, სამართალმცოდნეობა, საჯარო ადმინისტრირება და ა.შ.
სანდრო სარუხანიშვილი, თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტი: „ძალიან კარგი პროგრამაა, როგორც კი დავაკმაყოფილებ მოთხოვნებს, აუცილებლად შევეცდები გავიარო კონკურსი. განსაკუთრებით კარგია იმათთვის, ვინც მეცნიერებაში მოღვაწეობას აპირებს“.
მაკა ლომთაძე, თსუ-ს მაგისტრატურის კურსდამთავრებული: „ვფიქრობ, მშვენიერი შემოთავაზებაა, განსაკუთრებით კი ის, რომ პროგრამა შესაძლებლობას გაძლევს შენი ერის კულტურა და ისტორია გააცნო აკადემიურ ჯგუფებს“.
თსუ-ს კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ნათია ნებუნიშილის თქმით: „ასეთი ტიპის პროგრამების არსებობა მისასალმებელია, რადგან მათი საშულებით ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყანაში წასვლისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა უჩნდებათ“.
ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა მოქმედებს 1946 წლიდან და პროგრამის ფარგლებში ათასობით მეცნიერმა განახორციელა ერთობლივი კვლევა, გამოსცა მეცნიერული პუბლიკაციები აშშ-ში. პროგრამა საშუალებას აძლევს ადამიანებს, ახალი იდეებით დაბრუნდნენ სამშობლოში.