ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართველი მომღერლისა და პედაგოგის დავით ანდღულაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
საღამოს უძღვებოდა დავით ანდღულაძის ვოკალური სკოლის გამგრძელებელი ცნობილი ქართველი ბარიტონი ელდარ გეწაძე, რომელმაც იქ დამსწრე საზოგადოებას დავით ანდღულაძის მიერ შესრულებული არიები მოასმენინა. კონცერტში აგრეთვე მონაწილეობდნენ კონსერვატორიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
ანდღულაძის ნიჭსა და მის მიერ გაწეულ ღვაწლს ქართული ვოკალური სკოლის წინაშე ქართველმა მწერალმა შუქია აფრიდონიძემ წიგნი ,,ქართული სევდა ოქროს ხმაში“ მიუძღვნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.