დღეს სპორტის სასახლეში საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგა ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ''სტუ'' მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლმა გახსნა, მოგვიანებით კი აღნიშნული უნივერსიტეტის მომღერალ ვაჟთა გუნდმა სტუდენტური ჰიმნი შეასრულა.
თამაშის დაწყებამდე მაყურებლებს მიესალმნენ ანდრეი პერებუდოვი და არჩილ ფრანგიშვილი - აღნიშნული უნივერსიტეტების რექტორები. მათ წარმატება უსურვეს გუნდებს, ხოლო მაყურებელს - სასიამოვნო საღამო.
შეგახსენებთ, რომ ეს ლიგის მეორე სეზონია და მასში მონაწილეობას მიიღებს 38 საერთაშორისო გუნდი, მათ შორის გუნდები ინგლისიდან, სერბეთიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და სხვა.