ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტმა "ლეგენდების" საღამო მოაწყო.
სტუდენტებმა გაახსენეს აუდიტორიას ადამიანები, რომლებმაც თავიანთი არსებობით სამყარო შეცვალეს. ესენი იყვნენ: ჩარლი ჩაპლინი, სალვადორ დალი, მოდილიანი, ელვის პრესლი და ჯიმ მორისონი. მიწვეული სტუმრები იყვნენ ხელოვნებათმცოდნე ლევან ქურდიანი და შოთა ძაგნიძე.
მათ ისაუბრეს გამოჩენილ ადამიანებზე და აუდიტორიამ ბევრი რამ გაიგო ახალი. ღონისძიების დასასრულს ერთ-ერთმა სტუდენტმა ელვის პრესლის სიმღერა შეასრულა გიტარაზე.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი ხშირად ატარებს მსგავს ღონისძიებებს შერჩეული თემების მიხედვით, რაც ახალგაზრდობის კულტურისა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.