კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში CST-ის სტუდენტები "UGT"-ის პროგრამული გადაწყვეტების დეპარტამენტის დირექტორს დავით გაბრიჩიძეს შეხვდნენ.
ლექციის მთავარი თემა იყო "პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების გუნდი - როგორია ის დღეს?"
სტუდენტებს დავით გაბრიჩიძისთვის წინასწარ ჰქონდათ კითხვები გაგზავნილი და შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. დავით გაბრიჩიძემ "UGT"-ის საქმიანობაზე ისაუბრა.
"ჩვენი საქმეა აიტის სფეროს განვითარება, სოფტის შემუშავება და ა.შ. "UGT" ქმნის საინტერესო და სერიოზულ პროექტებს" - აღნიშნა დავით გაბრიჩიძემ. მისი ინფორმაციით, საპატრულო მანქანებში კომპიუტერები მათი დამონტაჟებულია.
მან ყურადღება გაამახვილა პროექტის მენეჯმენტზე. "ჩემი პროექტის მენეჯმენტში მოხვედრის მიზეზი არის ის, რომ მხოლოდ პროგრამირება ჩემი ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებას არ მაძლევდა".
დავით გაბრიჩიძემ სტუდენტებს ურჩია, ბევრი ემუშავათ საკუთარ თავზე და უნივერსიტეტიდან ზოგადი განათლება წაეღოთ. მისი თქმით, დანარჩენს გუნდური მუშაობით მიაღწევენ.