„წიგნის მეგობრებმა” ნოდარ დუმბაძე გაიხსენეს
19 ოქტომბერი, 2013
            „წიგნის მეგობრებმა” ნოდარ დუმბაძე გაიხსენეს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
წიგნის სახლში კლუბ ”წიგნის მეგობრების”ინიციატივით ღონისძიება გაიმართა, რომელიც ცნობილ ქართველ მწერალ ნოდარ დუმბაძეს მიეძღვნა.

ღონისძიებას ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთევან დუმბაძე წარუძღვა. მან აღნიშნა, რომ მამამისს სხვა მწერლებისგან გამოარჩევდა სიკეთე, სიამაყე და განსაკუთრებულად წერა სიყვარულზე.

როგორც ჩვენთან საუბარში ”წიგნის მეგობრების” ხელმძღვანელმა ქეთა ბურჯანაძემ აღნიშნა, კლუბი შაბათობით სხვადასხვა სამკითხველო დარბაზში ღონისძიებებს აწყობს. მისივე თქმით, კლუბი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში განათლების დაბალი დონის აღმოფხვრას, ასევე წიგნისა და ახალგაზრდების დამეგობრებას.

ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ დოკუმენტური ფილმი ნახა ნოდარ დუმბაძის შესახებ. ფილმი მწერლის შვილმა და შვილიშვილმა გადაიღ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary