როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხუდონჰესს აშენებს ინდური კომპანია „ტრანსელექტრიკა“. კაშხლის მშენებლობა დროებით შეჩერებულია.
ლევან ლორთქიფანიძის აზრით, „ჰესის მშენებლობა გამოიწვევს რელიგიურ, კულტურულ და ეკონომიკურ პრობლემებს. 184 ოჯახს მოუწევს გადასახლება, 1989 წლიდან 2-ჯერ შემცირდა სვანეთის მოსახლების რაოდენობა, ჰესის მშენებლობა კი უარყოფითად აისახება დემოგრაფიაზე. 800 სასაფლაოს და 10-მდე არქეოლოგიურ გათხრას დატბორვა ემუქრება, ასევე წმ.გიორგის ეკლესიას. საფრთხეში აღმოჩნდება ფლორა და ფაუნა. ჰესის მშენებლობა გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას, ნესტიანობის ზრდას, შესაბამისად, გაიზრდება სტიქიური მოვლენების რიცხვი“.
შეხვედრაზე ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზაზე, რომელიც ითვალსწინებს ძველი კაშხლების შეკეთებას, მზის ენერგიის გამოყენებას.
„ერთი ჰესის მშენებლობა ელექტროდამოუკიდებლობას ვერ მოუტანს საქართველოს“ - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.