YATA –Georgia-ს შეხვედრა დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში
21 ოქტომბერი, 2013
YATA –Georgia-ს შეხვედრა დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულმა ასოციაციამ" (YATA –Georgia) შეხვედრა დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის აუდიტორიაში გამართა. პრეზენტაციაზე განიხილეს ორგანიზაციის მიზნები, განხორციელებული და სამომავლო გეგმები. ასევე ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველებისათვის განმარტეს გაწევრიანების კრიტერიუმები და მექანიზმები.

"YATA-Georgia" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. მთავარი მისიაა მოქალაქეებში ნატოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში კრიტიკულ-ანალიტიკური დისკუსიის კუტურის დამკვიდრება და ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, გასული წლების განმავლობაში არაერთ პროექტში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ "YATA"-ს უმთავრესი პროექტია "YATA DEBATES", რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საქართველოში პირველი დებატების ტურნირი ინგლისურ ენაზე, რომელსაც გამოცდილი მსაჯები და მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში შედგა ტელეკომუნიკაცია ჯეიმს აპატურაისთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე.

დღევანდელ პრეზენტაციაზე მათ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, ისინი გეგმავენ დებატების გაგრძელებას, ანალიტიკური ჟურნალის გამოშვებას, "YATA DEBATES" სკოლებისათვის ჩატარებას, ნატოს მოდელირების გამართვას განახლებული ფორმატით.

როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ბახტაძემ განაცხადა: „ჩვენ ვგეგმავთ ანალიტიკურ-საინფორმაციო პორტალის შექმნას, სადაც გამოქვეყნდება სტუდენტებისა და მოსწავლეების ნამუშევრები, ინტერვიუები, სტატიები მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას. მინდა აღვნიშნო, რომ 1500 მოსწავლე ჩაერთვება ჩვენს ახალ პროექტში’’.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary