პროექტი 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მოიცავს ლექციებს, სემინარებსა და პრეზენტაციებს, რომლებსაც ქართველი, უკრაინელი და პოლონელი ხელოვანები წარადგენენ.
„ყველა სტუდენტი უნდა იყოს გახსნილი და არ უნდა იყოს თემაში შებოჭილი. თავისი ნამუშევრით უნდა იყოს ინდივიდუალური“ -განაცხადა მონიკა შევჩიკმა.
ერთ-ერთი პრეზენტატორი ჯგუფი „boulion” ისაუბრებს თემაზე საკუთარი ინსპირაციებისა და გამოცდილების შესახებ სოციალურ თემებთან კონტექსტში.
25-26 ოქტომბერს პრეზენტაციის თემა იქნება „გააკეთე შენით - გავაკეთოთ ერთად“, რომელსაც წარადგენენ იური კრუჩაკი და ჯულია კოსტერევა. აღნიშნული პრეზენტაცია მოიცავს 6 წლიანი გამოცდილების მიმოხილვას, რომელიც დამოუკიდებელი არტ პლატფორმის „ღია ადგილი“ შექმნისას შეიძინეს.
„გააკეთე შენით - გავაკეთოთ ერთად“ - ეს არის ფერადოვანი ქსოვილი, რომელიც შექმნილია საუკეთესო კონცეფციებისა და ექსპერიმენტების მაგალითებისგან, იმ პროექტებისა და აქტივობებისა, რომლებიც შედგა შვეიცარიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კორეასა და უკრაინაში.
„ეს პროექტი დაეხმარება პროფესორებს, რათა თავად ჩაატარონ სტუდენტებთან მსგავსი სემინარები და არა მარტო მათ, უფრო პატარა ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ იგივე გააკეთონ. ასეთი პროექტები ჩავატარეთ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სტუდენტებთან ერთად მოვაწყეთ გამოფენა და გვქონდა დისკუსია“ - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
პროექტი სამხატვრო აკადემიაში 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.