მეორად ჩარიცხვაზე რეგისტრაცია 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
22 ოქტომბერი, 2013
მეორად ჩარიცხვაზე რეგისტრაცია 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის უფლება აქვთ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2013 წელს გადალახეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით, ჩაჭრილ აბიტურიენტებს 21 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ, გაიარონ რეგისტრაცია და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულად. რეგისტრაციის დროს აბიტურიენტებს დასჭირდებათ პირადობის მოწმობა და უნიკალური კოდი, რომელიც მინიჭებული ჰქონდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.


გიგა გუბელაძე ის აბიტურიენტია, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სასურველ სასწავლებელში ვერ მოხვდა. "მეორადი ჩარიცხვები ჩემთვის კიდევ ერთი შანსია უმაღლესი განათლების მისაღებად.  მადლობელი ვარ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ქალბატონ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილების, რადგან მან 700-მდე აბიტურიენტის ბედი სასიკეთოდ შეცვალა" - აღნიშნა გიგა გუბელაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary