მულტიკულტურიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში
23 ოქტომბერი, 2013
                    მულტიკულტურიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი "მულტიკულტურიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში" გაიხსნა.

მასში 15 ქვეყნის 200-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს. თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავმა განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და ის მესამედ მასპინძლობს სამეცნიერო კონგრესს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, რომლებიც სიტყვით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. მათი თქმით, კონგრესის მიზანია კავკასიის, როგორც მულტიკულტურალიზმის თვალსაზრისით განსაკუთრებული რეგიონის შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება და სამეცნიერო დისკუსიის მოწყობა, რეგიონში ამ მიმართულებით მოღვაწე მკვლევართა ინტეგრაცია, კავკასიოლოგიის საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო პრობლემატიკის გამოკვეთა, პრობლემათა მეცნიერული საფუძვლების განხილვა და მათი გადაჭრის გზების დასახვა. საერთაშორისო კონგრესმა ხელი უნდა შეუწყოს კავკასიელ ხალხებს შორის გარკვეული მიზეზების გამო გაჩენილი გაუცხოების დაძლევას, ახლახან აღდგენილი სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრებისა და კავკასიის შემსწავლელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგების ინტეგრირებას, მეცნიერთა დაახლოებასა და მშვიდობის დამყარებას კავკასიაში.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი. კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი 26 ოქტომბერს დასრულდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary