„გამოსცადე შენი თავი და გახდი წარმატებული იურისტი“
23 ოქტომბერი, 2013
„გამოსცადე შენი თავი და გახდი წარმატებული იურისტი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულმა ოლიმპიადამ "ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის" მიერ შემოთავაზებული პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა 150 სტუდენტი სისხლის სამართლისა და 150 სამოქალაქო სამართლის მიმართულებიდან, რომლებიდანაც გამოვლინდება 25-25 გამარჯვებული. თითოეული მიმართულების მონაწილეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეეჯიბრებიან ერთმანეთს სამ ტურში. I ტური ტესტირებას მოიცავს. მეორე ტურში გადადის 150-იდან 100 მონაწილე. II ტურში მონაწილეებს მინიკაზუსები აქვთ დავალებად. მესამე ტურში გადადის 50 მონაწილე, რომლებმაც ფინალში არგუმენტირებული თემა უნდა წარმოადგინონ. მათგან გამოვლინდება 25 გამარჯვებული.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, რომლებიც სწავლობენ სამართალზე და არიან II, III, IV კურსის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

"ეს არის პროექტი, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში, მას ანალოგი არ აქვს. მოვუწოდებ სტუდენტებს: "გამოსცადე შენი თავი და გახდი წარმატებული იურისტი". გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სოლიდური პრიზებით. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, მონაწილეობის საფასურია 10 ლარი" - განაცხადა "ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის" წევრმა ლადო რაფავამ.

პროექტის პრეზენტაცია ჩატარდება თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary