რატომ უნდა ვისწავლოთ საფრანგეთში?
23 ოქტომბერი, 2013
          რატომ უნდა ვისწავლოთ საფრანგეთში? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის თანამშრომელ ანა ლორიასთან.

ღონისძიების ფარგლებში მან სტუდენტებს გააცნო საფრანგეთის განათლების სისტემის თავისებურებები, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები.

საქართველოში ფრანგული ინსტიტუტი არის ენების შემსწავლელი სკოლა და ამავე დროს საფრანგეთის საელჩო საქართველოში. 

როგორც ანა ლორია აღნიშნავს: "ჩვენ ვეწვიეთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რათა სტუდენტებს, განსაკუთრებით ფრანგული ენის მცოდნეებს, ვესაუბროთ საფრანგეთში წასვლისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ, თუ რა პროცედურების გავლა მოუწევთ ამისათვის, როგორ აირჩიონ მათ სასურველი უნივერსიტეტები საფრანგეთში, როგორ მიიღონ დაფინანსება". 

სტუდენტ ნაზიბროლა ბობოხიძის თქმით, მან ბევრი რა გაიგო საფრანგეთში სწავლის შესახებ: "საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ქალბატონმა ანამ და სერიოზულად ვფიქრობ საფრანგეთში სწავლაზე, ახლა მთავარია, შესაბამისი გატეგორიის სერტიფიკატი ავიღო, რაც გამიმარტივებს იქ მოხვედრის შანსს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary