გაეროს კვლევის შედეგების პრეზენტაცია თსუ-ში
24 ოქტომბერი, 2013
  გაეროს კვლევის შედეგების პრეზენტაცია თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს გლობალური კვლევის ,,MY WORLD" (,,ჩემი სამყარო") შედეგების წარდგენა მოხდა.

კვლევა ზაფხულში დაიწყო და 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაცემები შეგროვდა ფოკუსჯგუფების, ვებგვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.

გამოკითხვის მიზანია, გაარკვიოს, თუ როგორ სამყაროში სურთ ცხოვრება ადამიანებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს საერთაშორისო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც.

კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 80% შემდეგი ათწლეულის პრიორიტეტებად ასახელებს განათლების (78%), დასაქმებისა (71%) და ჯანდაცვის (66%) გაუმჯობესებას. გამოკითხულთა 49% კი კარგ მმართველობას ანიჭებს უპირატესობას.

აღსანიშნავია, რომ 24 ოქტომბერი გაეროს დღეა.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა.

პრეზენტაციას დაესწრნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიცა, რომელმაც წარადგინა კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაცია.

"მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში მეც ვიღებ მონაწილეობას. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება მომავლის განვითარებას, რაც არც ისე იოლი საქმეა. როგორც ჩვენ ვაკვირდებით, თუ რას ფიქრობს ხალხი სხვა ქვეყნებში და რა აწუხებთ, რა აინტერესებთ, ისე ჩვენ გვაკვირდებიან" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary