უმაღლესი განათლება იტალიაში ინგლისურ და იტალიურ ენებზე
24 ოქტომბერი, 2013
უმაღლესი განათლება იტალიაში ინგლისურ და იტალიურ ენებზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ში იტალიის ერთ–ერთი კერძო უნივერსიტეტის „კატოლიკას“ სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას უნივერსიტეტ „კატოლიკას” საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელი ბალიკო მიკელანჯელო წარუძღვა. ამ პროგრამების მიხედვით, სტუდენტებს „კატოლიკას“ უნივერსიტეტში შეუძლიათ, ისწავლონ ერთი სემესტრის განმავლობაში ან ზაფხულში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე. უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს 200-მდე იტალიურენოვან პროგრამას სთავაზობს, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებსაც. გარდა ამისა, ქართველ სტუდენტებს შანსი აქვთ, მიიღონ 70%–იანი დაფინანსება.


ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა არის ორ სპეციალობაზე: მენეჯმენტი და ეკონომიკა. სექტემბრიდან დაიწყება მედიცინა - ქირურგიის პროგრამა. უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 70%–იან დაფინანსებას საბაკალავრო პროგრამებზე და 50%–იან დაფინანსებას სამაგისტრო პროგრამებზე. იტალიურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე 1 წელი სწავლა 8000 ევრო ღირს, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში სტუდენტს მოუწევს, გადაიხადოს 2500 ევრო, ინგლისურენოვანი პროგრამა კი 3000 ევრო ღირს“ – აღნიშნა სააგენტო „ლიბრას“ დირექტორმა და დამფუძნებელმა ნაძია ტარასოვამ. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ძირითადად მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, ეკონომიკასა და საბანკო სფეროებს.


ამ პროგრამებმა სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. „ამ პროგრამის შესახებ ინტერნეტის საშუალებით გავიგე. დავინტერესედი, რადგან არსებობს ნაწილობრივი დაფინანსების შანსი, მაქსიმუმ შეიძლება 50% დაფინანსდეს, ეს დიდი შეღავათია, თუმცა, სწავლის საფასური საქართველოსთან შედარებით მაინც მაღალია. ვაპირებ, აპლიკაცია შევავსო, რადგან „კატოლიკას“ უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, როგორც პრეზენტაციის დროს აღნიშნეს, ადვილია მილანში დასაქმება. გარდა ამისა, ეს უნივერსიტეტი არის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებთან შედარებით, კერძო უნივერსიტეტებში ბიუროკრატიის არარსებობის გამო შედარებით ადვილია ჩაბარება“ – აღნიშნა სტუდენტმა თამთა ლომთაძემ. 

2014 წლის სექტემბერში სწავლის დაწყების შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარების საბოლოო ვადაა 15 აპრილი, ხოლო რეკომენდირებული თარიღია 1 თებერვალი. იანვარში დაწყების შემთხვევაში აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ივნისი.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary