სტუდენტური აქციები ხუდონჰესის წინააღმდეგ გრძელდება
25 ოქტომბერი, 2013
სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართა. სტუდენტებმა ხუდონჰესისა და სხვა ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს.

აქცია იუსტიციის სახლთან დაიწყო, სადაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მდებარეობს. სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთნენ. ახალგაზრდებს მხარს ეკოლოგი, „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი და მწერალი ირაკლი ლომოურიც უჭერდნენ. 

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს, საიდანაც მსვლელობით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსაკენ წავიდნენ.

მოგეხსენებათ, მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო პირველი საპროტესტო გამოსვლები ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ადგილობრივი მოსახლეობის პრინციპული წინააღმდეგობის შედეგად ჰესის მშენებლობა შეჩერდა. წლების განმავლობაში მთავრობების ცვლასთან ერთად პერიოდულად ხდებოდა აღნიშნული პროექტის წინ წამოწევა.

დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ხუდონჰესისა და სხვა ჰესების მშენებლობა აუცილებელია საქართველოსთვის. პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხუდონჰესის აშენება ბუნებას არ დააზიანებს. 

ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში ელექტროენერგიის 91 % გათვლილია ექსპორტზე, ხოლო 9 % საქართველოს მოხმარდება, რაც წარმოადგენს ქვეყნის მთლიანი ენერგომოხმარების 1%-ს. შეგახსენებთ, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში 184 ოჯახი იძულებული გახდება, დატოვოს საკუთარი საცხოვრებელი. ხუდონჰესის მშენებლობა საფრთხეს უქმნის იქ არსებულ კულტურულ ძეგლებსაც. აქციის მონაწილეების განცხადებით, განადგურების საფრთხის წინაშეა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროც.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary