„ველურ პირობებში“ ილიაუნიში
25 ოქტომბერი, 2013
„ველურ პირობებში“ ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიაუნის კინოკლუბში "უნიკინო" შონ პენის ფილმი "ველურ პირობებში" აჩვენეს.

ფილმში მთავარ როლს ემილ ხირში ასრულებს მსახიობებთან: ქეთრინ კინერთან, ჰელ ჰოლბრუკთან, უილიამ ჰერთისთან, ვინს ვონთან, ქრისტენ სტიუარტთან, ჯენა მელოუნთან და მარშა გეი ჰარდენთან ერთად. ფილმს საფუძვლად ამავე სახელწოდების რომანი უდევს. 

ფილმის მთავარი გმირი პრესტიჟული უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სულაც არ ირჩევს მისთვის გამიზნულ გზას. ის მთელ ქონებას საქველმოქმედო ფონდში რიცხავს, უარს ამბობს კარიერაზე, ტოვებს მეგობრებს, ოჯახს და მიემგზავრება ალიასკაზე. 

მოგზაურობისას მას უამრავი სახალისო და უჩვეულო ისტორია გადახდება თავს, თუმცა, ფილმის დასასრული მეტად სევდიანია.

ილიაუნის სტუდენტის რუსუდანის თქმით, მას ამ პერსონაჟის აბსოლუტურად ესმის: "ის გაექცა იმ ყველაფერს, რაც ზედმეტად მატერიალური იყო მისთვის და ცხოვრობდა, როგორც მას სურდა და არა ისე, როგორც ყველა. უნდოდა, გამოეცადა საკუთარი თავი: "ბედნიერება მხოლოდ მაშინაა რეალური, როცა გაზიარებულია"".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary