საღამოები ლათინო ცეკვების მოყვარულთათვის
26 ოქტომბერი, 2013
საღამოები ლათინო ცეკვების მოყვარულთათვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დიახ, თქვენ, ვისაც გიყვართ ცეცხლოვანი ლათინი, თუმცა, ვერ ცეკვავთ, ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე" - ასეთი სიტყვებით იწყება შემოთავაზება, რომელსაც "barrio latino" სთავაზობს ლათინო ცეკვების მოყვარულებს.

დღეს "მაგთი კლუბში" ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება და სალსას საბაზისო ილეთების შესწავლა. შოუს დაწყებამდე ერთი საათი მოხალისეთა მომზადებას დაეთმო, რაც გულისხმობს მიწვეული მოცეკვავის მიერ სალსას საბაზისო ილეთების შესწავლას, რათა შემდეგ მეწყვილესთან ერთად გააგრძელოს მსურველმა ცეკვა. როგორც იდეის ავტორმა გიორგი სირაძემ აღნიშნა, მსურველთა რიცხვი თანდათან იზრდება, თუმცა, ბიჭების აქტივობა ნაკლებია. 

ლათინო ცეკვების მოყვარულთა კლუბი მესამე წელია არსებობს და მაქსიმალურად ცდილობს, მსგავსი სასწავლო სემინარები კარგად ჩაატაროს.

"ჩვენი მიზანია, საქართველოში კლუბური ლათინის განვითარება, რომელიც სამეჯლისო ლათინისგან განსხვავდება მოძრაობებით, იგი არის მეტად თავისუფალი და იმპროვიზირებული. შერწყმულია კლუბურ მუსიკასთან, რაც ნებისმიერ მოხალისეს აძლევს საშუალებას, უფრო ადვილად შეისწავლოს სალსას ილეთები" - აღნიშნა იდეის ავტორმა. 

კლუბს მოცეკვავეთა საკუთარი ჯგუფი ჰყავს, რომელიც სისტემატურად ესწრება საღამოებს.

"მუსიკა და გარემო გათვლილია იმისთვის, რომ აქ მოსულმა ნებისმიერმა ადამიანმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს" - განაცხადა გიორგი სირაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary