„თსუ სტუდენტური მეცნიერება“
28 ოქტომბერი, 2013
„თსუ სტუდენტური მეცნიერება“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის ,,თსუ სტუდენტური მეცნიერება“ პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტის სტატიები ქვეყნდება პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. სტატიებს რეცენზიას უკეთებენ საფაკულტეტო სამეცნიერო საბჭოები.

,,ეს არის პირველი სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც თსუ-ს სტუდენტებმა გამოსცეს. ჟურნალში ნახავთ სამეცნიერო სტატიებს, რომელთა გამოყენება შეიძლება წყაროდაც. აღსანიშნავია, რომ დიზანი, კორექტურაც და ყველაფერი სხვა სტუდენტების მიერ არის გაკეთებული“ - გვითხრა ჟურნალის სარედაქციო ჯგუფის წევრმა მეგი საჯაიამ.

,,თსუ სტუდენტური მეცნიერება“ პერიოდულად გამოიცემა და სემესტრში ერთხელ დაიბეჭდება. ჟურნალი თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცემა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary