სემინარი ABET აკრედიტაციის პროცედურებსა და მოთხოვნებზე
29 ოქტომბერი, 2013
სემინარი ABET აკრედიტაციის პროცედურებსა და მოთხოვნებზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET ფონდის ჯგუფმა (აშშ) სამუშაო სემინარი ჩაატარა.

შეხვედრა ეხებოდა ABET კრედიტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და მოთხოვნებს.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, ოქტომბრის თვეში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდნენ ABET-ის ფონდის 4 ექსპერტი და ერთი ხელმძღვანელი. 

"ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს ინჟინერიისა და ტექნოლოგიურ მიმართულებებში. ექსპერტების ჩამოსვლის მიზანი იყო, შეეფასებინათ საქართველოს უნვერსიტეტების 10 პროგრამა. აქედან შეარჩიეს ხუთი, რომლებიც ახლოს არიან ABET სტანდარტებთან, ამ პროგრამებიდან ორი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ორი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ერთი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომლებსაც დეტალურად განიხილავენ იმისთვის, რომ დადგინდეს, რამდენად არიან საქართველოში არსებული პროგრამები მზად ამერიკული აკრედიტაციისთვის, შეძლებენ თუ არა ისინი ამერიკული აკრედიტაციის მოპოვებას და თუ არა, მაშინ რა ცვლილებები უნდა შეიტანონ იმისთვის, რომ მოიპოვონ აღნიშნული აკრედიტაცია თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნებათ. ვიზიტს აფინანსებს "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია". იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც საქართველოს უნივერსიტეტები დაინტერესდებიან  ABET ფონდთან თანამშრომლობით და გაიმართება მსგავსი ვიზიტები" - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

აღნიშნულ სემინარს ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი, აგრეთვე სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary