ახალი პროექტი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის
29 ოქტომბერი, 2013
ახალი პროექტი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"კაპ ბიზნეს ლაბორატორიამ" ახალი პროექტი წარუდგინა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს. მოდის ინდუსტრიის ზრდისა და განვითარების ტენდენციები დროსთან ერთად, საქართველოსაც შეეხო. საქართველოს მასშტაბით უკვე გამოჩნდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მონომაღაზიები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაჭრობის ამ სეგმენტში დასაქმების მასშტაბები ინტენსიურად იზრდება.
კურსის მიზანია მოდის, აქსესუარებისა და ტექსტილით ვაჭრობისა თუ წარმოების სექტორებს შესთავაზონ კარგად დახელოვნებული მაღალი რგოლის მენეჯერები, ბრენდმენეჯერები, მარკეტერები და ბიზნესის განვითარების სპეციალისტები.

„კურსი ეფუძნება ევროპაში გავრცელებულ მეთოდოლოგიებსა და მოიცავს შემდეგ მოდულებს: მოდის ტენდენციების განსაზღვრა, პროდუქციის მარკეტინგული შეფუთვა და ა.შ. კარგი იქნება თუ თაობა მოიწამლება იმით, რომ ისწავლოს როგორ ჩამოკიდოს თუნდაც ერთი სერია“ - ამბობს ტრენერი ზურაბ მგალობლიშვილი.

პროექტის პარტნიორის ოთარ ქირიას განცხადებით, კურსი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმ პერსონებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ან აქვთ ინტერესი მოდის პროდუქციისა და ბრენდინგის შესახებ. პროექტის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან მასტერკლასებს, ესტუმრებიან მოდის კვირეულს.

ოთარ ქირიას განცხადებით, შეიქმნება სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკი, კვირაში 9 სამუშაო საათი.

„გადავდგით ერთი ნაბიჯი წინ და ჩვენთვის აუცილებელია, რომ ქართული ბრენდი შეიქმნას. ჩვენი ქვეყნისთვის ეს პროექტი ნამდვილად სიახლეა და ქართველ სტუდენტებს ბევრ გამოცდილებას შესძენს’’ - აღნიშნა მოდის დიზაინის დეკანმა მაკა ბახტაძემ.

,,ძალიან საინტერესო პროექტია და მნიშვნელოვანია ყველა მოდის დიზაინერისთვის, აუცილებლად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და ვურჩევ ყველა ამ სფეროში მოღვაწე სტუდენტს აქტიურად ჩაერთოს პროექტში’’ -განაცხადა თბილისის სამხატვრო აკადეემიის სტუდენტმა ტატო ორაგველიძემ.

პრეზენტატორის ოთარ ქირიას განმარტებით, პროექტის მონაწილეები კურსის გავლის შემდეგ მიიღებენ სერტიფიკატს.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე სამხატვრო აკადემიის ლექტორები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary