ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან
30 ოქტომბერი, 2013
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსუ-ს სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რატომ უნდა აირჩიოს სტუდენტმა ესტონეთი და მაინცდამაინც ტალინის უნივერსიტეტი. ასევე მათ გააცნეს საკუთარი ქვეყნის ღირსებები. 

აღსანიშნავია, რომ ტალინის უნივერსიტეტში 70 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი სწავლობს. მათ შორის არიან აშშ-დან, მექსიკიდან, კანადიდან, რუსეთიდან, კორეიდან, სინგაპურიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

უნივერსიტეტის ძირითადი პროგრამები არის საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი და საინჟინრო, ამ უკანასკნელზე სწავლა უფასოა. ბაკალავრიატი სამ წელს მოიცავს, მაგრამ სტუდენტს შეუძლია, უფრო ადრე გაიაროს მისთვის სავალდებულო საგნები. გარდა ამისა, არის პროგრამები, რომელზეც სწავლის საფასური არ არის გადასახდელი.

სტუდენტს შეუძლია, ისარგებლოს საერთო საცხოვრებლით კამპუსით, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო შენობასთან მდებარეობს. ასე რომ, მას არ უწევს სწავლის პროცესში ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება.

შეხვედრაზე თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დასმული შეკითხვები შეეხებოდა სწავლის პროცესს, სწავლის საფასურს, მობილობას, საცხოვრებელს.

პირველი, რაც დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გააკეთონ, არის განცხადების შევსება www.estonia.dreamapply.com ბმულზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary