ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩეხური ენის სწავლას აფინანსებს
30 ოქტომბერი, 2013
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩეხური ენის სწავლას აფინანსებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია ჩეხური ენის სწავლება უფასოდ მიმდინარეობს. ამჟამად ჯგუფის შევსება ხდება და ახლო მომავალში დაიწყება სწავლება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია აღნიშნული უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, ვისაც სურს, დაეუფლოს ჩეხურ ენას. სწავლას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

,,ბევრი საინტერესო პროექტია ჩეხეთის საელჩოში, მათ შორისაა ჩეხური ენის უფასოდ სწავლება, ისინი გვაწვდიან ინფორმაციას და ვინც შეისწავლის ენას, შემდეგ შესაძლებლობა აქვს, გაცვლითი პროგრამის სახით გააგრძელოს სწავლა ჩეხეთის რესპუბლიკაში“ - განაცხადა სოხუმის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა ინდირა ძაგანიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულია, უნივერსიტეტებში ჩეხური ენა ისწავლებოდეს, ამიტომ აგზავნიან პედაგოგებს, რომლებიც ასწავლიან აღნიშნულ ენას.

სწავლებას ჩეხი პედაგოგი ახორციელებს. დაინტერესებულ სტუდენტებს რეგისტრაციისათვის შეუძლიათ, მიმართონ საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურს (სსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი 319) და ვინც ჩაეწერება, ყველას აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს ჩეხური ენა.

ეს პროექტი ჩეხეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება საქართველოში და ჩეხური ენის სწავლება მიმდინარეობს არა მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ სხვა უნივერსიტეტებშიც.

,,სოხუმის უნივერსიტეტში უკვე მეშვიდე წელია თურქული ენის შესწავლაც მიმდინარეობს უფასოდ, სადაც სწავლება უკვე დაწყებულია და 80-მდე სტუდენტი ეუფლება ენას. ეს არის შავი ზღვის უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე ინგლისური ენის შესწავლაც შესაძლებელია უფასოდ და შარშან დამთავრდა პოლონური ენის უფასოდ შესწავლის კურსები“ - განმარტა ჩვენთან საუბარში ინდირა ძაგანია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary