„ახალგაზრდა გარემოსდამცველების ლიდერთა სკოლა“ - მესამე სეზონი დაიწყო
30 ოქტომბერი, 2013
„ახალგაზრდა გარემოსდამცველების ლიდერთა სკოლა“ - მესამე სეზონი დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ახალგაზრდა გარემოსდამცველების ლიდერთა სკოლა“ - პროექტი, რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს დახმარებით გრძელდება. ეს პროექტი მესამე წელია მიმდინარეობს. როგორც პროექტის ორგანიზატორი აღნიშნავს, თანდათან მონაწილეთა რიცხვი იმატებს, რის გამოც ისინი მისაღები ადგილების რაოდენობას ზრდიან.

„წინა წლებში 30 თავისუფალი ადგილი გვქონდა, თუმცა, მსურველთა დიდი რაოდენობის გამო (მათი რიცხვი 500-მდე იყო) 80 ადამიანი მივიღეთ“- აღნიშნა პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა თათული ლობჟანიძემ.

პროექტი მოიცავს ტრენინგებსა და ლექცია-სემინარების კურსს სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე, რათა მოსახლეობის ცნობადობა გარემოს დაცვის თვალსაზრისით გაიზარდოს. მათი ხანგრძლივობა მოიცავს კვირაში ერთ საათს, რომელზე დასწრებაც ყველა მონაწილისთვის სავალდებულოა. როგორც პროექტის ავტორმა განაცხადა: „ის მონაწილე, რომელსაც მთელი პროექტის განმავლობაში სამი გაცდენა დაუგროვდება, სერტიფიკატს ვერ მიიღებს“.

რაც შეეხება მონაწილეთა შერჩევას, ისინი სასურველია, იყვნენ გეოგრაფები, ეკოლოგები და ისინი, ვისაც ამ თემასთან შეხება აქვს, რადგან მინიმალური ცოდნის ქონა აუცილებელია. ხოლო ლექციებს ჩაატარებენ სამინისტროდან მიწვეული ექსპერტები და „მწვანეთა მოძრაობის“ წევრები.

„პროქტის მიზანია, ახალგაზრდებსა და არა მარტო მათ, გამოუმუშავდეთ უნარ-ჩვევები გარემოს დაცვის საკითხში, რათა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და იმ პრობლემების შესახებ, რაც დღეს საქართველოში არსებობს, იმისათვის, რომ რეაგირება მოახდინონ მათზე“ - აღნიშნა თათული ლობჟანიძემ.

სემინარები 2 ნოემბერს დაიწყება და 9 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary