საუბარი სიყვარულის შესახებ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში
01 ნოემბერი, 2013
საუბარი სიყვარულის შესახებ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში შემეცნებითი საუბარი გაიმართა თემაზე ,,ქრისტიანული სიყვარულის შესახებ“.

საუბარს, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. წმინდა დემეტრე თავდადებულის ტაძრის წინამძღვარმა ისაუბრა სიყვარულის მნიშვნელობაზე. მან სიყვარულის შესახებ ისაუბრა როგორც სახარებისეული, ისე ცხოვრებისეული მაგალითებიდან და შეეცადა ახალგაზრდებისათვის განემარტა განსხვავება ჭეშმარიტ სიყვარულსა და ვნებაზე დაფუძნებულ სიყვარულს შორის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც თითოეულს შეეძლო საკუთარი აზრი გამოეხატა ამა თუ იმ საკითხზე და კითხვა დაესვა.

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ყოველდღე იმართება შემეცნებითი საუბარი სხვადასხვა თემაზე. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary