„არის ჰომოფობია უცხოს შიში?“
02 ნოემბერი, 2013
„არის ჰომოფობია უცხოს შიში?“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "არის ჰომოფობია უცხოს შიში? რატომ არ ნიშნავს ბანალურობა ბუნებრიობას?!"

ლექცია ორგანიზაცია "იდენტობის" ორგანიზებით ჩატარდა და მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცხადაძე უძღვებოდა.

ეს არის ორგანიზაცია "იდენტობის" საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მეორე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა სენსიტიურ თემაზე სტუდენტებთან ტარდება საჯარო ლექციები. პროექტი მოიცავს შეხვედრებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. 

"შარშან ჩატარდა 20-მდე საგანმანათლებლო-საჯარო ლექცია და სტუდენტებს საშუალება მიეცათ, მოესმინათ ლექციები იმ ლექტორებისგან, რომლებიც უკვე ჩართულები არიან აკადემიურ სფეროში, მაგრამ მათ კონკრეტულ უნივერსიტეტებში არ ასწავლიან"- აღნიშნა ორგანიზაცია "იდენტობის" ერთ-ერთმა წევრმა ანა რეხვიაშვილმა.

ლექციის ფორმატის მიხედვით, თამარ ცხადაძემ 40 წუთის განმავლობაში ისაუბრა ჰომოფობიის საკითხის აქტუალურობასა და ქსენოფობიასთან მის კავშირზე.

"მიმაჩნია, რომ ჰომოფობიის არსებობა არის ტრაგიკული და ყველა ცნობიერ და პასუხიმგებლობის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ჰომოფობიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. ასეთ თემებზე ლაპარაკი საჭიროა, რადგან მათი ძირების გაგება და დიაგნოზი აუცილებელია. სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელი საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჰომოფობია არის ბანალურობა და ეს აჩვენა კიდეც 17 მაისის მოვლენებმა. ადამიანებს ჰქონდათ კითხვა: არის თუ არა ქართველი საზოგადოება ძალიან ჰომოფობიური? რომლის პასუხი 17 მაისმა სამწუხარო რეალობით დაგვანახა და ეს თემაც მაგიტომ ავარჩიე" - აღნიშნა თამარ ცხადაძემ.

ლექციის ბოლოს დისკუსია გაიმართა, რომელშიც სტუდენტებიც ჩაერთვნენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary