„განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“
02 ნოემბერი, 2013
„განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ფესტივალმა „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უმასპინძლა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელების მსურველ ახალგაზრდებს (მე-10-12 კლასის მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს) საშუალება ჰქონდათ, წარმოდგენილი 26 უნივერსიტეტიდან ადგილზევე შეერჩიათ მათთვის სასურველი, შეევსოთ აპლიკაცია და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია სასწავლო და საგრანტო პროგრამებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშემ, ჯეიმს დოუიმ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა, განსაკუთრებით განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში ვლინდება: „განათლება ეკონომიკის განვითარების საფუძველია. გამომდიანრე იქიდან, რომ საქართველოში განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩვენ, ამერიკის საელჩო, მხარს ვუჭერთ ამ გამოფენას“.

საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორის ლალი ჩინჩალაძის თქმით, ამერიკაში ქართველი სტუდენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება: „2011 წლიდან 2012 წლამდე ქართველი სტუდენტების რაოდენობამ 5%-ით მოიმატა, ხოლო 2010 წლიდან დღემდე, ეს მაჩვენებელი, 40%-ით არის გაზრდილი“.

გამოფენის პარალელურად მიმდინარეობდა ლექცია-სემინარებიც, სადაც დამსწრეები უფრო დაწვრილებით ეცნობოდნენ ამერიკაში სწავლის გზებსა და პრიორიტეტებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary