აფხაზურ-ოსური კულტურის დღე თსუ-ში
04 ნოემბერი, 2013
აფხაზურ-ოსური კულტურის დღე თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერით თსუ-ში აფხაზური და ოსური კულტურის დღე გაიმართა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა: ,,აფხაზური და ოსური კულტურა უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისათვის. ეს იქნება საწყისი დიდი მეგობრობის, რომელიც აქამდეც იყო და ვეცდებით, გავაღრმაოთ“.

კონცერტში მონაწილეობდნენ: აფხაზური ვოკალური ანსამბლი „დიოსკურა“, ქორეოგრაფიული ანსამბლი, ოსური ქორეოგრაფიული ანსამბლი „ნართები“, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, დამწყები მომღერალი ნინი ჯაფარიძე, მოზარდთა გოგონების ანსამბლი „ედელვაისი“და სხვა. ასევე გაიმართა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან დევნილი 10 მხატვრის გამოფენა.

ფინალში აფხაზურმა და ოსურმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ერთობლივი ცეკვა-შეჯიბრი წარმოგვიდგინეს, რომელიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის დადგეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary