ახალი სახელმძღვანელო მგზავრთა გადაყვანის სამოქალაქო სამართლებრივ რეგულაციაზე
05 ნოემბერი, 2013
ახალი სახელმძღვანელო მგზავრთა გადაყვანის სამოქალაქო სამართლებრივ რეგულაციაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორ შორენა გაბიჩვაძის წიგნის „საჰაერო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირება“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნაშრომი სადისერტაციო კვლევას წარმოადგენს, რომელიც ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ კერძო სამართლის იმ ინსტიტუტების შესწავლას, რომლებიც საჯარო სამართლის ნორმებთან სინთეზში უკავშირდებიან საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ურთიერთობებს.


„კვლევა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საჰაერო ტრანსპორტი, გადაყვანა-გადაზიდვის სახეები და მათი სამართლებრივი შეფასება, აღნიშნული ურთიერთობების სახეები, მათი უფლება-მოვალეობა და პასუხისმგებლობა სამართლებრივი დავის საკითხებში. ნაშრომი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, პრაქტიკოსი იურისტებისათვის, სამოქალაქო ავიაციის სექტორში მომუშავე სპეციალისტებისათვის და სხვა დაინტერესებული მკითხველებისთვის“ - განაცხადა შორენა გაბიჩვაძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუდენტები, რომლებსაც საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary