სასწავლო პროგრამები საფრანგეთში
05 ნოემბერი, 2013
სასწავლო პროგრამები საფრანგეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საფრანგეთის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს კავკასიის უნივერსიტეტში დეტალური ინფორმაცია გააცნო საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის თანაშემწემ, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში, ანა ლოლუამ.

საფრანგეთი ცნობილია, თავისი უმაღლესი განათლების სისტემით. ანა ლოლუამ განუმარტა სტუდენტებს საფრანგეთის უნივერსიტეტების სპეციპიკა. აგრეთვე, გამოყო უცხოეთში სწავლის პრიორიტეტები და მოუწოდა მსმენელს, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად საფრანგეთის უნივერსიტეტები მიეჩნიათ. მისი თქმით, უმაღლესი განათლების სისტემა საფრანგეთში რამდენიმე მიმართულებით იყოფა, მათ შორის: საჯარო უნივერსიტეტები, მენეჯმენტის სკოლები, სპეციალიზირებული სასწავლებლები, საინჟინრო, არქიტექტურისა და ხელოვნების სკოლები.

სასწავლო პროგრამის შესარჩევად მსურველებს შეუძლიათ „Campusfrance“- ის ონლაინ კატალოგი გამოიყენონ ან გაიარონ კოსულტაციები საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში. საფრანგეთში სწავლის წლიური გადასახადი სახელმწიფო დაწესებულებაში დადგენილია სახელმწიფოს მიერ. ფასი მერყეობს 170-დან 400 ევრომდე. სწავლის დაფინანსების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საფრანგეთის საელჩოში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში და მოიპოვონ გრანტი.

‘’უნდა აღვნიშნო, რომ სტიპენდიის გაცემისას ნებისმიერი დისციპლინა ფინანსდება, მთავარია, რამდენად ძლიერი კანდიდატია და რამდენად კარგად უწევს ის კონკურენციას სხვებს. შესაბამისად, პრიორიტეტული სფერო არ არსებობს, ყველაფერი თავად ინდივიდზეა დამოკიდებული, მის მომავალ გეგმებზე, თუ რას აპირებს ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
უმნიშვნელოვანესია, როდესაც თქვენს მოტივაციასა და პროფესიულ მიზნებს აცნობთ ჟიურის“ - განაცხადა ანა ლოლუამ.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია იყოთ საქართველოს მოქალაქე, 30 წლამდე ასაკის, ფლობდეთ ბაკალავრის დიპლომს და რაც მთავარია, კარგად ფლობდეთ ფრანგულ ენას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary