პროექტის „სამართლის სკოლა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“ პრეზენტაცია
06 ნოემბერი, 2013
პროექტის „სამართლის სკოლა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში პროექტის "სამართლის სკოლა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პოპულარიზება, სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და სფეროში არსებული აქტუალური საკითხებით მათი დაინტერესება.

პრეზენტაციაზე, ძირითადად, წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: პროექტის მიზნები, ფორმატი, სამართლის სკოლის თემები, პროექტში მონაწილეობა. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლებლებისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, რომლებიც სარეგისტრაციო განცხადებების საფუძველზე შეირჩნენ. 

"სამართალის სკოლა - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი" ხორციელდება ვროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა (ELSA) და იუსტიციის სასწავლო ცენტრის (TCJ) მიერ. 

პროექტს პარტიორობას უწევენ: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეეძლოთ.

სამართლის სკოლის ფარგლებში იუსიტიციის სამინისტროდან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან მოწვეული სპეციალისტები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცნება, წარმოშობის ისტორია და წყაროები, საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან კონკრეტული შემთხვევების განხილვა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ურთიერთმიმართება.
სამართლის სკოლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 11-15 ნოემბერს გაიმართება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary