შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომი წარმოადგენეს, რომლის პრემიერა 4 ნოემბერს გაიმართა ანტონ ჩეხოვის პიესის ,,სამი და" მიხედვით.
სპექტაკლის რეჟისორი თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილია.
,,ეს მეოთხე კურსია, დამამთავრებელი და, პრაქტიკულად, ეს არის სპექტაკლი, სადაც ხდება შეჯამება ყველაფერი იმისა, რაც მათ 4 წლის მანძილზე ისწავლეს" - აღნიშნავს გოგი მარგველაშვილი.
დამამთავრებელი სამსახიობო კურსის სპექტაკლის ჩვენება დღეს დასრულდა.