ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჰარი დე კონინგმა ლექცია წიკითხა თემაზე - "ინფექციების ქიმიოთერაპია: პრინციპები, მოქმედების გზები და რეზისტენტობის მიზეზები".
ჰარი დე კონინგის თქმით, ინფექციურ დაავადებებს ადამიანებსა და ცხოველებში სხვადასხვა მედიკამენტით მკურნალობენ. ხშირად წამლები დაფუძნებულია ნივთიერებებზე, რომლებიც გამოყოფილია სხვა მიკროორგანიზმებიდან, ზღვის ორგანიზმებიდან, მცენარეებიდან ან სხვა ბუნებრივი წყაროებიდან. ამგვარი მედიკამენტებით ინფექციების ან სიმსივნური დაავადებების მკურნალობას ქიმიოთერაპია ეწოდება.
პროფესორის აზრით, შერჩევა მკურნალობის ცენტრალური კონცეფციაა: "რაღაც შეიძლება მართლაც ტოქსიკური იყოს, მაგრამ ეს მისაღებია იმ შემთხვევაში, როდესაც იგი, პირველ რიგში, კლავს სამიზნე ორგანიზმს/უჯრედს. დაავადების გამომწვევის მოკვლა ადვილია. ამისათვის რამდენიმე ხერხი არსებობს: უჯრედების შერჩევითი გააქტიურება, მასპინძელი უჯრედის დეტოქსიკაცია, სამიზნის არჩევა, დაავადების გამომწვევის შერჩევითი დაგროვება".
მომხსენებელმა საკუთარი გამოცდილებიდან და ისტორიული პერსპექტივიდან ახალი მედიკამენტების შექმნის მაგალითები მოიყვანა.