ლექციათა და დისკუსიათა ციკლი სიძულვილის ენაზე
07 ნოემბერი, 2013
ლექციათა და დისკუსიათა ციკლი სიძულვილის ენაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"Nova Societas" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" მხარდაჭერით საზოგადოებას სთავაზობს ლექციათა და დისკუსიათა ციკლს სიძულვილის ენაზე.

ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პირველი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "სიძულვილის ენა ქართულ ლიტერატურაში". ლექციას ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წარუძღვა.

მან ევფემიზმურ სიძლვილის ენაზე ისაუბრა და გამოყო პერიოდები და მწერლები, რომლებიც გარკვეული ფორმით იყენებდნენ სიძულვილის ენას. 

საჯარო ლექციები ერთი თვის განმავლობაში პერიოდულად გაგრძელდება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

გთავაზობთ ლექციათა ჩამონათვალს: 
12 ნოემბერს 19:00 საათზე ბექა მინდიაშვილი (სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი) წაიკითხავს საჯარო ლექციას "რელიგიური შეუწყნარებლობა და სიძულვილის ენა ქართულ მედიაში".
16 ნოემბერს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული ოთო კახიძე წაიკითხავს ლექციას "სასამართლოს დამოუკიდებლობა".
26 ნოემბერს 19:00 საათზე ია ანთაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას "თანამედროვე ქართული მედია და მედიაეთიკა".
27 ნოემბერს 19:00 საათზე ლელა გაფრინდაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას "მისოგონისტური გამონათქვამები და გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში".
3 დეკემბერს ნოდარ ლადარია წაიკითხავს საჯარო ლექციას "ფაშისტური იტალიის სიძულვილის ენა".
4 დეკემბერს 19:00 საათზე აკაკი კენჭოშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას "სიძულვილის ენა ნაცისტურ გერმანიაში".
5 დეკემბერს 19:00 საათზე ლელა ბუცხრიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას "მსოფლიო საკანონმდებლო პრაქტიკა და სიძულვილის ენა".
11 დეკემბერს 19:00 საათზე გიორგი კეკელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას "სიძულვილის ენა ტოტალიტარულ სისტემებში (საბჭოთა კავშირის მაგალითი)".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary