„კანი, რომელშიც ვცხოვრობ“ - „საშინელებათა ამბავი ყვირილისა და შიშის გარეშე“
08 ნოემბერი, 2013
„კანი, რომელშიც ვცხოვრობ“ - „საშინელებათა ამბავი ყვირილისა და შიშის გარეშე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"იდენტობის" კინოკლუბმა ამჯერად პედრო ალმადოვარის ფილმს უმასპინძლა.

ფილმში, რომელშიც პლასტიკური ქირურგიის გენიოსი, ექიმი ლედგარდი გენეტიკურ ექსპერიმენტებს ატარებს ადამიანის ხელოვნური კანის შესაქმნელად, მთავარ როლს ანტონიო ბანდერასი ასრულებს. ფილმის გმირს არალეგალური ტრანსგენდერული ესპერიმენტის ადამიანზე განხორცილების გამო კვლევის ჩატარებას უკრძალავენ. 

"კანი, რომელშიც ვცხოვრობ" ასე ჰქვია ფილმს, რომელიც პედრო ალმადოვარსა და ანტონიო ბანდერას შორის პირველი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. თავად რეჟისორმა ფილმი აღწერა, როგორც საშინელებათა ამბავი ყვირილისა და შიშის გარეშე.

სათემო ცენტრის დირექტორის ანა რეხვიაშვილის თქმით, კინოკლუბი "იდენტობის" დაარსების დღიდან არსებობს: "დაახლოებით 2 წელია, რაც კინოკლუბში ფილმის ჩვენება ყოველ პარასკევს 7 საათზე იმართება, თუმცა, ბოლო ერთი წლის მანძილზე ამ ყველაფერმა უფრო ფორმალიზებული სახე მიიღო და დღეს კინოკლუბს ჰყავს თავისი წევრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ, თუნდაც ფილმის შერჩევის პროცესში".

ყოველ პარასკევს კინოკლუბში ფილმის დამთავრების შემდეგ დისკუსია იმართება. სწორედ ეს დისკუსია იყო ყველაზე საინტერესო სოცმუშაკ მედეა ხმელიძისთვის, რომელიც კინოკლუბს სულ ახლახან შეუერთდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary